საქართველოს პირველი არხის განცხადება საფეხბურთო მატჩების ტრანსლირებასთან დაკავშირებით
საქართველოს პირველი არხი ულოცავს საფეხბურთო კლუბებს და გულშემატკივარს წარმატებულ ასპარეზობას და მაყურებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვაცხადოთ:
საქართველოს პირველი არხი მზად არის, კვლავაც დაუთმოს საეთერო დრო, გამოიყენოს მაუწყებლის ტექნიკური და ადამიანური რესურსი, გაიღოს რეპორტაჟის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რათა გულშემატკივრებს ჰქონდეთ საშუალება უყურონ ეროვნული გუნდების საშინაო და გასვლით მატჩებს.
ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა კლუბებმა საქართველოს პირველ არხს გადასცენ მატჩების ტრანსლაციის უფლება, რაც მაუწყებელს საშუალებას მისცემს, დროულად დაიწყოს მოლაპარაკებები მეტოქე მხარის ქვეყანაში მატჩის ტრანსლირების უფლების მქონე კომპანიებთან, რათა სატელევიზიო სიგნალების გაცვლის შედეგად ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ, როგორც შინ, ისე უცხოეთში ჩატარებული მატჩების რეპორტაჟები.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ჩვენ მხოლოდ იმ საფეხბურთო კლუბების მატჩების რეპორტაჟების ჩვენების საშუალება გვექნება, რომლებიც ტრანსლაციის უფლებას მისცემენ საქართველოს პირველ არხს.