საქართველოს პირველი არხის განცხადება საარჩევნო დებატებთან დაკავშირებით
საქართველოს პირველი არხის განცხადება საარჩევნო დებატებთან დაკავშირებით

საქართველოს პირველი არხის შეთავაზებას, რომელიც სპეციალურ საარჩევნო ფორმატში კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობას გულისხმობს, ხუთი პოლიტიკური სუბიექტი დასთანხმდა.

17 მაისს თოქ-შოუში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, სპეციალურ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კვალიფიციური სუბიექტების მერობის კანდიდატები:

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“,

პარტია „თავისუფალი საქართველო“;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

დებატებში მონაწილეთა შემადგენლობა ასეთია:

ზესტაფონი:

ანზორ ნებიერიძე – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

გიორგი წულაია -„თავისუფალი საქართველო“;

გიორგი გოგლიჩიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მარნეული:

აკმამედ იმამკულიევი – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

ზაურ დარგალი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;

მალხაზ გორგასლიძე – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“.

საქართველოს პირველმა არხმა ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობა 13 მაისს შესთავაზა.

ზუგდიდის, ხულოს და ჭიათურის შემთხვევაში, ვინაიდან მხოლოდ თითო კვალიფიციურმა კანდიდატმა გამოთქვა გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა, დებატები ვერ შედგება.