პირველი არხი აცხადებს, რომ დღეს გარკვეული დროით ხდებოდა არხის პირდაპირი სიგნალის ჩახშობა. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებაში ხარვეზით გადაიცემოდა.
ამის შესახებ უკვე მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, რათა მოხდეს ფაქტის მოკვლევა და განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება.