საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში შევიდნენ [ფოტო]
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში შევიდნენ.
მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისი და მარნეული კარანტინის ზონად გამოცხადდა, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და იქიდან გამოსვლა ყველას აეკრძალა, მათ შორის მედიას.
საქართველოს პირველი არხი იქნება ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის ორი გადამღები ჯგუფი კარანტინის ზონიდან ინფორმაციას გაავრცელებს.
ჟურნალისტები – ლიკა ალელიშვილი და გიორგი კობერიძე, ოპერატორები – გიორგი პაჭიკაშვილი და შოთა ჩოხელი და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე კარანტინის ზონიდან საქართველოს საზოგადოების ინფორმირებისთვის იმუშავებენ.