საქართველოს პირველი არხის ფოტოსა და ლოგოს გამოყენებით, კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ფეიკნიუსი გავრცელდა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის ფოტოსა და ლოგოტიპის გამოყენებით სოციალურ ქსელში ფეიკნიუსი გავრცელდა.
საუბარია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხსა და სანდოობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს.
„ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა საქართველოს პირველი არხის ფოტოს გამოყენებით ე.წ. სქრინი გაავრცელა, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის აღნიშნული განცხადება დამახინჯებული ფორმით იყო დატანილი.
საქართველოს პირველი არხი მოუწოდებს მაყურებლებსა და ონლაინმომხმარებლებს, ყველა ინფორმაცია გადაამოწმონ ვებპორტალზე 1tv.ge და პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.