საქართველოს პირველი არხის ეთერის მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში
საქართველოს პირველი არხის ეთერის მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში

საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს პლატფორმებზე:

  • საქართველოს პირველი არხი
  • საქართველოს რადიო

რა არის მონიტორინგის მიზანი?

მონიტორინგის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში გაშუქებული ინფორმაციის რაოდენობრივი კომპონენტების დათვლა.

რა არის მონიტორინგის ინსტრუმენტი?

მონიტორინგის ინსტრუმენტს წარმოადგენს მონიტორინგისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა (TVAnalytics).

პროგრამაში ინფორმაციის განთავსებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემების სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

რა მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის?

მონიტორინგი შეეხება საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემას.

საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დაითვლება შემდეგი მონაცემები:

  • გაშუქებული თემა დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის პირდაპირი და ირიბი გაშუქება დათმობილი დროის მიხედვით
  • სუბიექტის გაშუქება ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური)

ქრონომეტრაჟი დაითვლება, როცა სუბიექტი

  • ჩანს კადრში
  • კადრში საუბრობს
  • ისმის მხოლოდ ხმა
  • ჩანს სუბიექტის საიმიჯო ატრიბუტიკა
  • მასზე საუბრობენ სხვები

გაშუქების ტონი სუბიექტს ენიჭება მაშინ, როდესაც ის თავად საუბრობს საკუთარ თავზე, ან სხვა სუბიექტებზე, ასევე მაშინ, როდესაც მასზე საუბრობენ ირიბად. სუბიექტისთვის დათმობილი დროის დათვლასთან ერთად, ხდება დათმობილი დროის ტონის შეფასებაც. ყურადღება ექცევა, როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს. მონიტორინგი ასახავს, როგორც სუბიექტებისთვის დათმობილი მთლიანი დროის შეფასებას ტონის მიხედვით, ასევე ჟურნალისტის მიერ სუბიექტების გაშუქების/ხსენების დროს და ტონს.