საქართველოს პირველი არხის დოკუმენტურმა ფილმმა „ჯამბაზის კალენდარი“ პოლონეთის ფესტივალზე Heart of Europe ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო
13:27, 06.11.2021
5 ნოემბერს, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის Heart of Europe გალა დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს პირველმა არხმა პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიაში წარადგინა, მათ შორის იყო ლევან ადამიას რეჟისორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ჯამბაზის კალენდარი“, რომელმაც ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
კონკურსი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები, მიზნად ისახავს რეგიონში სატელევიზიო წარმოების პოპულარიზაციასა და საზოგადოებრივი მედიის გაძლიერებას ევროპაში.
30 ნოემბრამდე მაყურებელს საშუალება აქვს, ონლაინრეჟიმში წარდგენილ ფილმებსა და პროგრამებს უყუროს, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
კონკურსში მონაწილეობა 12 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის 80-ზე მეტმა პროექტმა მიიღო.