საქართველოს პირველი არხი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას დღეს, 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს

საქართველოს პირველი არხი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას დღეს დაუთმობს ეთერს.

19:00 საათიდან ტელემაყურებლების კითხვებს პირდაპირ ეთერში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები უპასუხებენ.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინპლატფორმების მეშვეობით.

ტელემაყურებლებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები გამოაგზავნონ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected]