„მედიის ევროპული სტანდარტი – ეთიკა და პასუხისმგებლობა“ – დედაქალაქში ამ სახელწოდების კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით ხორციელდება. კონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რიგ შესყიდვებს კანონმდებლობის გამოყენების გარეშე ახორციელებს.
აღნიშნულ ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში უპასუხეს და განმარტეს, რომ შესყიდვები ხორციელდება სახელმწიფო რეგულაციით, სტარტაპებისთვის კი ყოველწიურად ფიქსირებული თანხაა გამოყოფილი.