საქართველოს პირველი არხი რადიოს მსოფლიო დღის უერთდება უერთდება. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.
რადიოს მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია – ახალი მსოფლიო, ახალი რადიო, განვითარება, ინოვაცია, კავშირი.
განვითარება – სამყარო იცვლება, რადიო ვითარდება; ინოვაცია – სამყარო იცვლება, რადიო ადაპტირდება და ინოვაციებით სავსეა; კავშირი – სამყარო იცვლება, რადიო აკავშირებს.
საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო და მას შემდეგ, 96 წელია, ერთგულად ემსახურება მსმენელს. საქართველოს რადიოს ეთერში მაყურებელი სხვადასხვა გადაცემაში მოისმენს რადიოს მსოფლიო დღესთან და ზოგადად, რადიოსთან დაკავშირებულ საინტერესო თემებს.
რადიოს მთავარი დანიშნულება არის საზოგადოების ინფორმირება, გარდაქმნა და გაერთიანება. საქართველოს რადიო 96 წელი თქვენს სამსახურშია.
მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი, კავშირგაბმულობის შენობიდან პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა.