საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს „მოქალაქე რეპორტიორი“ იწყებს. ახალი პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გახდნენ მოქალაქე რეპორტიორები. ამისთვის საჭიროა, მობილურ ტელეფონებში გადმოწეროთ 1tv reporter-ის აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ და გამოგზავნოთ ფოტო, ვიდეო, რომელიც განთავსდება მოქალაქე რეპორტიორის აპლიკაციაში და საიტზე 1tv.ge.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ
პირველ რიგში, გადმოწერეთ „მოქალაქე რეპორტიორის“ აპლიკაცია. რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ფოტოაპარატის სიმბოლოს, სადაც გამოჩნდება რეგისტრაციის ველი. აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტისა და მობილური ტელეფონის მითითება. მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ქართული ფონტით აკრეფილი სახელით და გვარით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიარეთ ავტორიზაცია, რის შემდეგაც შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მასალა. თუ გსურთ ინფორმაცია გამოგზავნოთ ფოტოსა და ვიდეოს გარეშე, აირჩევთ შესაბამის ღილაკს – „ფოტო-ვიდეოს გარეშე“. წერთ ახალი ამბის სათაურსა და ტექსტს. მასალის გაგზავნამდე, შესაძლებლობა გექნებათ, დააკლიკოთ „გადახედვის“ ღილაკს და ჩაასწოროთ. გამოგზავნილი მასალის შესწორებას ვეღარ შეძლებთ.
ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ, მობილურ ტელეფონზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ თქვენი მასალის განხილვა დაწყებულია. იმ შემთხვევაში, თუ მასალა განთავსდება აპლიკაციაში, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით გეცნობებათ, რომ მასალა დამატებულია, რომლის ნახვასაც აპლიკაციის მთავარ გვერდზე შეძლებთ.
ყველა მასალა ასევე განთავსდება საიტზე 1tv.ge.
მასალის გამოქვეყნების წესები
მასალის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით.
სათაური უნდა შეესაბამებოდეს სტატიის/ვიდეოს შინაარსს. სათაური და ტექსტი უნდა იყოს განთავსებული ქართულ ენაზე, სხვა ენის გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში (მაგ. უცხოური სახელწოდება, ციტირება, ვებ-გვერდის მისამართი და ა.შ.)
მულტიმედიური კონტენტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 MB-ს, ვიდეოს მაქსიმალური რეზოლუცია Full HD (1920×1080). აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია IOS 9 ვერსიიდან, ხოლო ანდროიდებში 4.4.1-დან.
სასურველია, ვიდეო და ფოტო ჰორიზონტალურად იყოს გადაღებული.
ნიუსის ტექსტის მაქსიმალური ზომა არის 500 სიმბოლო, უფრო დიდი მოცულობის ტექსტი საიტზე არ განთავსდება.
იუზერის პროფილი საიტზე არ გამოჩნდება, თუ არ აქვს ნიუსი დამატებული.
თუ არ გსურთ ნიუსში თქვენი სახელისა და გვარის მითითება, ნიუსის ატვირთვისას მონიშნეთ ველი – „ავტორის დაფარვა“ და თქვენი ნიუსი გამოქვეყნდება „უცნობი ავტორის“ სახელით.
მომხმარებლის ქცევის წესები
აკრძალულია მომხმარებლის სახელად უხამსი, უცენზურო ან ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას – რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სოციალური ნიშნით.
აკრძალულია საკუთარი პერსონის – გვერდის თანამშრომლად, ან სხვა პირად/ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელით დარეგისტრირება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები (მაგალითად: ცნობილი ადამიანების ან ორგანიზაციების დასახელებები, ადმინისტრატორი და ა.შ.).
თუკი მასალა შეიცავს: შეურაცხმყოფელ, ქსენოფობიურ, რასისტულ, ჰომოფობიურ მოსაზრებებს, რელიგიური შეუწყნარებლობის, ნებისმიერი სახის ძალადობის მოწოდებას, ან მცდარ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, დამთრგუნველ და შემზარავი ეფექტის მქონე მასალებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლებასა და პროპაგანდას, ან ისეთ განცხადებებს, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირება/გაყიდვა, მასალა არ გამოქვეყნდება.
სამომხმარებლო პირობების მიღებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, დაიცვათ განსაზღვრული წესები, ასევე, იღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს საქართველოს პირველ არხს ან/და სხვა მესამე პირს.
ატვირთული მასალა თუ შეიცავს პლაგიატს ან ცილისმწამებლურ განცხადებას, დაზარალებულ მხარეს უფლება ექნება, თქვენ წინააღმდეგ მიმართოს სასამართლოს და ამ შემთხვევაში მოქალაქე რეპორტიორის ადმინისტრაციას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები
ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და კონტენტი.
რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია და ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, არ გადასცეს ის მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს განთავსებული მასალების დაკარგვასა და დაზიანებაზე. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს თავისი ანგარიშის გაუქმება. ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოიყენოს/დაარედაქტიროს მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალა ან მისი რომელიმე ნაწილი, მასალის განმთავსებლისთვის, ან მესამე პირისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდის გარეშე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით [email protected]
გვიპოვე PlayStore-ზე
გვიპოვე AppStore-ზე