საქართველოს პირველი არხი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს პირველი არხი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს.
შესაბამისად, პირველმა არხმა მიმართა მოსამართლეს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკამერასთან ერთად, პირდაპირი ჩართვის აპარატიც, ე.წ. ლაივუ შეეტანათ.
პირველ არხს დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია.
რაც შეეხება სასამართლოს სხდომის ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, დარბაზში მყოფ პირველი არხის ჟურნალისტს მოსამართლემ დარბაზიდან გასვლის უფლება შეუზღუდა.