საქართველოს პირველი არხი ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს დებატებს სთავაზობს
საქართველოს პირველი არხი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დებატებში მონაწილეობას სთავაზობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს: ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლადო კახაძეს.
თანხმობის შემთხვევაში, დებატების ფორმატი მონაწილეებთან შეთანხმდება.
საქართველოს პირველმა არხმა თოქ-შოუში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ შუალედური არჩევნების პირველ ტურში 14 კანდიდატს შორის გამართა დებატები. დებატები გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორისაც.