საქართველოს პირველი არხი გადაცემების სუბტიტრირებას იწყებს, რაც მიზნად ისახავს ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის პროდუქტის სრულფასოვანი აღქმის ხელშეწყობას და აუდიოვიზუალური პროდუქტების ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.
პირველი არხი Youtube არხზე განთავსებულ პროდუქტზე ქართულ ენაზე მართვადი სუბტიტრების დამატებას იწყებს. აღნიშნული ფუნქცია ციფრული პლატფორმების განვითარების კვალდაკვალ გახდა აქტუალური. დღეიდან სუბტიტრები მეგაპროექტ „მასტერშეფის“ ეპიზოდებს დაერთვება, სანახავად მაყურებელს შეუძლია გამოიყენოს ღილაკი CC (Closed Captions).
ივნისის ბოლოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის „მასტერშეფის“ ყველა ეპიზოდი განმეორებით, სუბტიტრებით გავა ეთერში.