საქართველოს პირველი არხი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრებას ვებპორტალზე 1tv.ge შემოგთავაზებთ
საქართველოს პირველი არხი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრებას ვებპორტალზე 1tv.ge შემოგთავაზებთ

საქართველოს პირველი არხი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრებას ვებპორტალზე 1tv.ge და პირველი არხის ფეისბუქგვერდზე გადასცემს.

კანდიდატებთან გასაუბრება 14:00 საათზე დაიწყება. გასაუბრება ხვალ დასრულდება და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინება.

პრეზიდენტი არაუგვიანეს სამ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს. თითო ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება 1-ელ ივლისს გამოსცა.

თამარ ჟვანიამ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა პირველ ივლისს დატოვა.