საქართველოს პირველ არხზე დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება
პირველი სატელევიზიო დებატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა – დებატები“.
საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ დავით მათიკაშვილი, პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ პაატა მანჯგალაძე, პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ კახა კოჟორიძე დებატებს გამართავენ.
საქართველოს პირველმა არხმა პოლიტიკურ პარტიებს საჯარო და კონსტრუქციული დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი იანვარში შესთავაზა.