საქართველოს პირველ არხზე 21 სექტემბერს, 22:00 საათზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართება
საქართველოს პირველ არხზე 21 სექტემბერს, 22:00 საათზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართება.
ამ დროისთვის დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა მერობის 16-ივე კანდიდატმა.
დებატებისთვის სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის 68 ნომერში. მერობის კანდიდატებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ.
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები უკვე გაიმართა. 14 სექტემბერს დებატებში ათი კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სიახლე იხილეთ აქ.