საქართველოს პარლამენტში დღეიდან დეპუტატების, თანამშრომლებისა და მედიის წარმომადგენლების შესვლა დაშვებულია.
საშვთა ბიუროსთან დაცვის თანამშრომლები, ყველას, ვინც შენობაში შედის, სიცხეს უზომავენ, ხოლო ვისაც პირბადე არ აქვს, ურიგებენ.
როგორც აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაცულია.