საქართველოს პარლამენტში სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
დეპუტატებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულ ვანო გოლოშვილისა და ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქვეყანას ძალიან მძიმე გასული კვირა ჰქონდა.
„სპეცოპერაციისას სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა და ბათუმში ტრაგედია დატრიალდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. გთხოვთ, სხდომის დაწყებამდე მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ“, – განაცხადა კობახიძემ.