საქართველოს პარლამენტში საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებისა და დათა ვანიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 7 აპრილს ენგურის გავლით საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების ხსოვნას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წუთიერი დუმილით ასევე პატივი მიაგეს დათა ვანაშვილის ხსოვნას.
„გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 7 აპრილს ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძის, მაყვალა გამისონიასა და ელგუჯა გვალიას, ასევე დათა ვანიშვილის ხსოვნას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.