პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე იმ კანონპროექტების განხილვა იგეგმება, რომლებიც მალე უნდა ამოქმედდეს. მათ შორისაა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი, ასევე „შრომის კოდექსი“.
„შრომის კოდექსში“ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ 12 მაისი უქმე დღე იქნება. ამასთან, 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.
აღნიშნული პროექტის განხილვა და კენჭისყრა მესამე მოსმენით მოხდება.