საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„გუშინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ღირსეულად ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს და სიბრძნითა და გონიერებით უძღვებოდა გაერთიანებულ სამეფოს. იგი იყო თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის საქართველოს, ჩვენი კულტურისა და ხალხის მეგობარი, მხარდამჭერი. ეს არის დიდი დანაკლისი არამხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიოს თანამეგობრობისა და საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი და მემკვიდრეობა დიდხანს დარჩება ისტორიის და მომავალი თაობების მეხსიერებაში. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ისტორიული პიროვნების ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში შოტლანდიაში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.