საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.
ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა გახსნეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ინოვაციური მეთოდების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობაში. კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ პარლამენტი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან.
მისი თქმით, საუბარია სამწლიან პროგრამაზე და საკანონმდებლო, ასევე ზედამხედველობის ფუნქციების მეტად გაძლიერებაზე. სპიკერი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ემსახურება, რომ უფრო ინკლუზიური გახდეს პარლამენტი და საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეების მეტი ჩართულობა იყოს.
„რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდოს ნდობა პარლამენტის მიმართ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში. ეს არის პროგრამა, რომელიც პარლამენტის საქმიანობის საკმაოდ მოცულობითი თანხით დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა, ტექნიკური დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კუჭავამ.