საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციები განიხილეს.
ცვლილებები, რომელიც ეუთო-ს რეკომენდაციებს ეყრდნობა, საარჩევნო კამპანიასთან, პარტიების დაფინანსებასთან, საარჩევნო პერიოდში მედიასთან, გენდერთან და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ განიხილავს.