საქართველოს პარლამენტის წევრები ჩეხ კოლეგებს შეხვდნენ . პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ირჟი შესტაკთან გამართა შეხვედრა. საუბარს სენატის დელეგაციის წევრები, მათ შორის ჩეხეთს საკანონმდებლო ორგანოს ევროინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალზე ისაუბრა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობა მაღალ დონეზეა და ქვეყანა საქართველოს მხარდამჭერთა სიაშია.
“ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოსკენ მისწრაფება. ამიტომ ყველა ასეთი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, აღრმავებს ურთიერთობებს და ეს ყველაფერი ინსტიტუციურ დონეზე უფრო ეფექტური ხდება “,-აღნიშნა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.