საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიბერთავდასხმის გამო www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.
„საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე: https://www.facebook.com/parliamentgeo https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.