საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და NDI-ს პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის დღის წესრიგი, ასევე განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. შალვა პაპუაშვილმა და დერეკ მიტჩელმა ისაუბრეს პარლამენტის საჭიროებებსა და NDI-ის ჩართულობის შესაძლებლობებზე.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ხედვებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.