საქართველოს პარლამენტის სასახლის ერთ-ერთი კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა
საქართველოს პარლამენტის სასახლის ბ კორპუსის 410-ე ბრიფინგების ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ინიციატივას დღეს მხარი პარლამენტის ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს.
ინიციატივის ავტორი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანია.
„კოლეგებო რა თქმა უნდა მაქვს და მქონდა თქვენი იმედი, რომ მხარს დაუჭერდით აღნიშნულ საკითხს მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება სასახლის ერთ-ერთი დარბაზისთვის კიდევ უფრო ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში.ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში და დიდი მადლობა განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს , რომლებმაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს“, – აღნიშნა წილოსანმა.
სხდომის წამყავნის, გია ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომმსგავსი ინიციატივა გაჟღერდა.
„ღირსეული ქალი ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ვფიქრობ, სიმბოლოც არის და კარგია. მე არც ვიცოდი, რომ ამ ოთახს სახელი აქამდე არ ჰქონდა, სათათბირო ოთახები ყველა პრაქტიკულად უკვე სახელობითია, ეროვნული გმირების სახელს ატარებს და მისასალმებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.