საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. კონსტიტუციის პროექტს მხარი დაუჭირა 11-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი კანონმდებელი არ წასულა. სხდომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ არც 21 ივნისის რიგგარეშე სხდომის კენჭისყრაში, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.
სხდომას ესწრებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. რომლებმაც აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ხმები გარანტირებულად ექნებათ.
საუბარია, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ამ ცვლილებების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.