საქართველოს პარლამენტის გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია
საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ თურქეთის ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.
საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა გატანილი ბურთების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს საპარლამენტო გუნდს გამარჯვებულის თასის გადაეცა.
„დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ტურნირიც ღირსეულად მოვიგეთ, დიდ მადლობას ვუხდი თურქეთის მხარეს და ყველა ორგნიზატორს ესეთი ტურნირის ორგანიზებისათვის, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ბრწინვალე გამარჯვებას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.