საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და თანამშრომლები უკრაინის დასახმარებლად სისხლს აბარებენ
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და თანამშრომლები უკრაინის დასახმარებლად სისხლს აბარებენ. სპეციალური ოთახი პარლამენტის შენობაშია მოწყობილი. სისხლის ჩაბარება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ყველა ჩვენგანს გვინდა, რომ მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში ადამიანებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებათ. ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო ჰუმანუტარული აქტივობები. სისხლის ჩაბარება და სისხლის პროექტების გაგზავნა მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია, იმ ღონისძიებების რიგის, რომლის განხორციელებაც უკვე დავიწყეთ და მართლა ძალიან ამაყი ვიქნები, თუნდაც ერთ ადამიანს თუ დავეხმარებით უკრაინაში ამით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სერგეენკომ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა, რომ სისხლის ჩაბარება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაორგანიზდეს.