საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კონგრესმენ ჯიმ მაკგავერნს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დემოკრატ კონგრესმენს მასაჩუსეტსის შტატიდან ჯიმ მაკგავერნს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ამერიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. დელეგაციის წევრებმა კონგრესმენს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარეწარმატებული რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
კონგრესმენმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ქართულ მხარეს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე,მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.