საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთ დერეკ მიტჩელთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტ მაიკლ სვეტლიკთან, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება აშშ-ის კონგრესში.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე შედიან.