საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა გადაიდო
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა გადაიდო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო.

მიზეზი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი იყო.

„ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, კენჭი ეყარათ გიორგი ქობულიას მოსმენის საკითხზე.

რომან კაკულიამ საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა, სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად ის დაასახელა, რომ სხდომას უმრავლესობის უმეტესობა არ ესწრებოდა.

სხდომაზე დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის მოხსენება იგეგმებოდა ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.