ზუსტად 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.
საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემით პირველად იმართება.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არჩევნებმა ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული სპეციალური წესების დაცვით ჩაიარა. ამასთან, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის 127 კოვიდუბანი მოქმედებდა.