საქართველოს პარლამენტის არჩევნები აშშ-ში გახსნილ საარჩევნო უბნებზეც გაიმართა.
მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ნიუ იორკში, სადაც ამომრჩეველთა რიგი იყო. ნიუ იორკში გახსნილ ორ უბანზე ჯამში იყო 4 782 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, რაც 1 500-ით მეტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით.
ამასთან, ვაშინგტონში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა 174-მა ამომრჩეველმა.