საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის 
საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის 

საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად თანხა დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეგროვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორედ გადაეცემა.