დღეს საქართველოს პარლამენტი სუამ-ის რიგით მეათე საიუბილეო სესიას მასპინძლობს. წელს საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა. წლევანდელ სესიას ესწრებიან როგორც სუამ-ის, ისე ბალტიისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის სრული შემადგენლობა და ბენილუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება საერთო კომუნიკეს. სუამ-ის ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ სამ ძირითად საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტრანსსასაზღვრო უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება.