საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მომავალ კვირას იმსჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, მიმდინარე კვირაში, მთავრობის შემადგენლობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიმართ მიმართვა იქნება და შემდეგ დაიწყება საპარლამენტო მოსმენები.

„ალბათ, მომავალი კვირა იქნება სამთავრობო გუნდის დაკომპლექტებისთვის. რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, იქნება კონსულტაციები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მთავრობა ამჟამად მოვალეობის შემსრულებელია, რადგან პარლამენტის წინაშე უფლებამოსულება კონსტიტუციის შესაბამისად ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე 11 დეკემბერს მოიხსნა.