საქართველოს პარლამენტი კონფერენციას სახელწოდებით „შრომის უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ მასპინძლობს
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტი კონფერენციას სახელწოდებით – „შრომის უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“ მასპინძლობს.
კონფერენციაზე განიხილება საქართველოში შრომის უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია. ასევე განიხილება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოში განხირციელებული რეფორმა, მიღწევები და გამოწვევები.
დღესვე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები შემდეგ საკითხებზე: შრომის უფლებებისა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერება, ასოცირების შეთანხმება და შრომითი უფლებები, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების და ევროპის სოციალური წესდებით გათვალისწინებული მუხლების შესრულება.
ამასთან, კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა შრომითი უფლებების განხილვას გენდერული თანასწორობის პერსპექტივიდან.
კონფერენციას ესწრება, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მინისტრმა ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების კანონპროექტის მნიშვნელობას. რაც შეეხება კითხვას, მაღალ ჯარიემბთან დაკავშირებით და ბიზნესსექტორის მოსაზრებას, რომ ეს არის ფულის შოვნის საშუალება, დავით სერგეენკო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ვინც ასე ფქრობს, აღქმის პრობლემა აქვს.
„სანამ კანონპროექტი პარლამენტში დისკუსიისათვის შევიდოდა, მრავალჯერ იქნა განხილული კერძო ბიზნესთან. ჩვენ ვეცადეთ ისეთი ფორმა მოგვენახა, რომელიც დაიცავდა, პირველ რიგში, მათ სიცოცხლის უფლებას და რომელიც ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა კერძო სექტორისთვის. თუ კი მათი რომელიმე წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ეს ყოელივე ბიუჯეტის შესავსებად შეიქმნა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მათი აღქმის პრობლემაა“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დღევანდელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ასევე, კონფერენციას ესწრებიან პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტირებული ელჩები.