საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ორი მედალი და ორი მოხსნილი რეკორდი #1TVSPORT
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა, ბულგარეთში გამართული, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადისთვის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი წარმატებით დაასრულა.
ლია ჩაჩიბაია ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალი მოიგო. სანდრო მეგრელიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. სანდრომ ბელგიელი პარასპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით 89:17 და ამ მოგებით ორი რეკორდი მოხსნა – ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობით (72-ქულით) მოგება და ყველაზე მეტი აღებული ქულათა რაოდენობა.