საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან რვა მედლით დაბრუნდა
საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პარასპორტსმენები სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
მანჩესტერში დასრულებულ ევროპის ღია პირველობაზე პარატაეკვანდოში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა – რვა პარასპორტსმენით რვა მედალი.
ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ: გიორგი ხიზანიშვილი, გიორგი ზარქუა და გოგა ხახალეიშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები ანა ჯაფარიძე, სანდრო მეგრელიშვილი, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე და დავით მაქაძე გახდნენ.