საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრებმა ნურ-სულთანის გრან-პრიზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრებმა ნურ-სულთანის გრან-პრიზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო #1TVSPORT

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე პარა ძიუდოისტთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ზურაბმა 60კგ.წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ირანელ პარასპორტსმენს სძლია და ჩვენს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუტანა.

დღესვე ტურნირზე ტარიელ უძილაურმა 73 კგ.წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა გერმანელთან დათმო, შემდეგ კი დამამშვიდებელში ყაზახ პარასპორტსმენთან დამარცხდა.

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები გუნდი აგრძელებს ასპარეზობას.

ხვალ ლაშა ყიზილაშვილი 90კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავებს.