ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

პნევმატური შაშხანიდან სროლაში R4 კლასში მონაწილე 18 ქვეყნის პარამსროლელს შორის ქართველი პარასპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუტანა.

2023 წლის მსოფლიო თასზე ქართველი პარამსროლელები ​ასპარეზობას განაგრძობენ. ჭინჭარაული 16 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრ დისტანციაზე R9-ში გამოვა.

აღნიშნულ ტურნირზე 11 დეკემბერს დებიუტანტი გიორგი შეყილაძე იასპარეზებს, რომელიც ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა.