საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ანტალიის გრან პრის გათამაშებიდან ოქროს მედლით დაბრუნდა
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ანტალიის გრან პრის გათამაშებიდან ოქროს მედლით დაბრუნდა

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ანტალიის 2022 წლის გრან პრის გათამაშებიდან ოქროს მედლით დაბრუნდა.

ქართველმა პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ფინალში აზერბაიჯანელი პარასპორტსმენი, აბასლი დაამარცხა.

ქალდანმა მეტოქეს ვაზარით სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ანტალიის გრან პრიზე მეორე ქართველმა პარაძიუდოისტმა მიხეილ შიობრიშვილმაც იასპარეზა, მაგრამ მან ტურნირი უმედლოდ დაასრულა.