საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართება
10 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დასრულდა აღმასკომის სხდომა. წევრებმა, დღის წესრიგის მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
აღმასკომმა ერთხმად დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კანდიდატურის დაყენებას. ასევე გაირკვა, რომ არჩევნები მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გაიმართება.
ლერი ხაბელოვის განცხადებით, სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძლევა.