კამპანიის „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“ ფარგლებში, საქართველოს NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი, ჯენიფერ კობი ეწვია.
ვიზიტის მიზანი ქალებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და საქმიანობაში სტიმულის მიცემაა.
ჯენიფერ კობი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და საჯარო ღონისძიებებსა და ვორქშოპებში მიიღებს მონაწილეობას.
პირველი საჯარო დისკუსია ახალგაზრდებისთვის ავტომრბოლელმა დღეს ჩაატარა.
ვიზიტის ბოლოს ჯენიფერ კობი, ქართველ ავტომრბოლელ ქალებთან ერთად, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართულ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ჯენიფერ კობი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით იმყოფება.