საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ანგარიში გახსნა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მესამე მატჩს პორტუგალიასთან მართავს. მეორე წუთზე მიქაუტაძის პასით გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
გუნდების შემადგენლობები:
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
პორტუგალია: დიოგო კოშტა, გონსალო ინასიო, ანტონიო სილვა, დანილო, დიოგო დალო, პედრო ნეტო, ჟოაო პალინია, ჟოაო ნევეში, ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკო კონსეისაო, კრიშტიანო რონალდო.