საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კვიპროსს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს შეხვდება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება.
დღეს კი გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და წლის ბოლო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით “ზესტაფონის“ ბაზაზე ჩატარებულ ვარჯიშში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი, გია გრიგალავა, ლაშა შერგელაშვილი,ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა და ირაკლი სიხარულიძე.
ეროვნული ნაკრებს 11 ლეგიონერი ხვალ შეუერთდება. კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ ვაისმა შემდეგი შემადგენლობა გამოIძახა.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)