საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო - ილიას ზუროსმა ტრავმა მიიღო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო - ილიას ზუროსმა ტრავმა მიიღო #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა. 5-იდან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე იმართება, რომლებსაც ძირითადად სასელექციო სახე აქვს და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად ესწრებიან.

საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

ერთ-ერთი ვარჯიშისას ტრავმა მიიღო ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, რომელმაც სოცმედიაში გამოაქვეყნა ფოტო მინაწერით:

„ვარჯიშებზე ტრავმებს მხოლოდ მოთამაშეები არ იღებენ… მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების ექიმებს თემურ ხვედელიძეს, ზურა სულეიმანაშვილს, თორნიკე გოგიჩაიშვილსა და მაია სვანიძეს“.